ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე | |
ამირან გამყრელიძე 2020 წელს | |
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 თებერვალი, 2013 – 5 აგვისტო, 2022 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
წინამორბედი | ეკა ქავთარაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 დეკემბერი, 2001 – 27 ნოემბერი, 2003 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ავთანდილ ჯორბენაძე |
მემკვიდრე | გიგი წერეთელი |
დაბადებული | 24 იანვარი, 1951 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | მარინე კვეზერელი-კოპაძე[1] |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
საქმიანობა | ექიმი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ჯილდოები | დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციის ოქროს მედალი |
ამირან გამყრელიძე (დ. 24 იანვარი, 1951, თბილისი) — ქართველი იმუნოლოგი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი.[2]
ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამირან გამყრელიძე დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში.[4] 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1978 წელს დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსს ლაბორანტად; 1991-1996 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე.[5] 1988-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარატამენტის უფროსი;[6] 1995-1997 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორად.
1997-2001 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობისა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში — მინისტრი.
2013 წლის 7 თებერვლიდან გამყრელიძე იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.[7] 2022 წლის 5 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.[8]
გამყრელიძეს ეკუთვნის შრომები ჯანდაცვის ორგანიზაციის, სამედიცინო განათლების, აქტუალური სამეცნიერო საკითხებისა და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების შესახებ.[5]
2002 წელს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა.[9] თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[10]
ჰყავს მეუღლე — ექიმი-ჰემატოლოგი მარინე კვეზერელი-კოპაძე და ორი შვილი — ნიკოლოზი და თამარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინ არის საქართველოში, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, გვ. 101, თბილისი, 2006 წელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამირან გამყრელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ამირან გამყრელიძე — საქართველოს უნივერსიტეტი
- ამირან გამყრელიძე — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ამირან გამყრელიძის დეკლარაცია (2019). Declaration.gov.ge. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე დაინიშნა. liberali.ge (8 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2019.
- ↑ ამირან გამყრელიძე: „ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყნის უპირველესი პოლიტიკური პრიორიტეტი“. „რადიო თავისუფლება“ (29 აგვისტო, 2011). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
- ↑ Амиран Гамкрелидзе/Amiran Gamkrelidze. Peoples.ru (06 აპრილი, 2004). ციტირების თარიღი: 29 თებერვალი, 2020.
- ↑ 5.0 5.1 ამირან გამყრელიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
- ↑ მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები. Ambebi.ge (08 ოქტომბერი, 2012). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
- ↑ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე დაინიშნა. Netgazeti.ge (07 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2020.
- ↑ ამირან გამყრელიძე - თანამდებობის დატოვება იყო ჩემი სურვილი, ახლა ახალგაზრდებს ვუთმობ გზას. დიაბეტიან ბავშვეთა დაცვის ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-17. ციტირების თარიღი: 28 თბერვალი, 2020.
- ↑ დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის დაჯილდოვდნენ:. დიაბეტიან ბავშვეთა დაცვის ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-13. ციტირების თარიღი: 28 თბერვალი, 2020.
- ↑ COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. netgazeti.ge (2020-20-03). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2024
- დაბადებული 24 იანვარი
- დაბადებული 1951
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი იმუნოლოგები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2020)
- გამყრელიძეები